სარგსიანის წასვლით სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება - კრემლი
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2018 19:52 · 298 ნახვა
სარგსიანის წასვლით სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება - კრემლი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის შეფასებით, სერჟ სარგსიანმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო 'რია" წერს.

„ის ბრძენი მეგობარია. მიუხედავად მისი სურვილისა დარჩენილიყო მთავრობაში და იმის გათვალისწინებით, რომ ის ხელისუფლებაში მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, გამოდის მას ესმის,რომ ეს ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიღება დღეს იყო საჭირო“, - აღნიშნა კალაშნიკოვმა.

სომხეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაც გამოეხმაურა.

„ხალხი, რომელსაც აქვს ძალა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ გაიყოს და კატეგორიული უთანხმოების მიუხედავად ერთმანეთის მიმართ პატივისცემა შეინარჩუნოს, დიდი ხალხია. სომხეთო, რუსეთი მუდამ შენთანაა!“, – წერს მარია ზახაროვა.

 

წყარო

ტეგები