სახელმწიფოს ფრენამდე 48 საათით ადრე ეცოდინება ყველა მგზავრის შესახებ დეტალური ინფორმაცია
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2018 00:00 · 1404 ნახვა
სახელმწიფოს ფრენამდე 48 საათით ადრე ეცოდინება ყველა მგზავრის შესახებ დეტალური ინფორმაცია

2018 წლის პირველი ივნისიდან ძალაში შევა მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ავიაკომპანიებს მათი ყველა მგზავრის შესახებ დეტალური ინფორმაციის სახელმწიფოსთვის გამჟღავნების ვალდებულებას აკისრებს. ეს ინფორმაცია ავიახაზებმა სახელმწიფოს ფრენამდე 48 საათით ადრე უნდა მიაწოდონ. მოთხოვნა ეხება როგორც ჩამომსვლელ ისე წამსვლელ და სატრანზიტო მგზავრებს, ასევე ავიაკომპანიის პერსონალს.

დადგენილების მიხედვით, ცვლილება ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულთა პრევენციას ხელს შეუწყობს. ასევე გაუმჯობესდება სასაზღვრო კონტროლი და გაძლიერდება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

დღეისთვის აეროპორტების მესაზღვრეებს გადაწყვეტილებათა მიღება უშუალოდ ბორტის ჩამოფრენის/გამგზავრების დროს უწევთ, ახალი სისტემა კი ამას წინსწრებით გააკეთებს.

 

წყარო