„საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ჩვენი კურსი სწორია“ - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2018 13:00
„საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ჩვენი კურსი სწორია“ - არჩილ თალაკვაძე

„საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში" - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბათუმში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ჩატარებულ სემინარზე პანელისტთა შორის იყო.

მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში და ნატოს წევრი ქვეყნებიდან პარლამენტარებს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ჩვენი კურსი სწორია საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და პოლიტიკური სისტემის განვითარების თვალსაზრისით. ეს საკითხები ახალ კონსტიტუციაში სათანადოდ არის ასახული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სესიის დასრულების შემდეგ.

ტეგები