„მითხრეს, თუ ბევრს იყვირებთ იმ ორსაც გამოვუშვებთ პატიმრობიდანო“ - ზაზა სარალიძის სკანდალური განცხადება
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2018 15:47 · 5885 ნახვა
„მითხრეს, თუ ბევრს იყვირებთ იმ ორსაც გამოვუშვებთ პატიმრობიდანო“ - ზაზა სარალიძის სკანდალური განცხადება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ,ზაზა სარალიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. 

როგორც სარალიძემ ,"დღის სტუდიაში“ სტუმრობისას განაცხადა, პროკურატურა მისგან აქტიურობის შეწყვეტას და გაჩუმებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულთა გათავისუფლებით ემუქრებოდა.

„ვიდრე სასამართლო პროცესები დაიწყებოდა პროკურატურასთან ხშირად მქონდა კონტაქტი. თავიდან მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ჩემი შვილი ერთმა ადამიანმა მოკლა, რაც გამორიცხული იყო. ვეუბნებოდი, რომ ჩემს შვილს ორი ადამიანიც კი ვერ მოკლავდა, ისეთი მონაცემების ადამიანი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ან აკავებდნენ ჩემს შვილს ან სხვებიც ეჩხუბებოდნენ. სამწუხაროდ ვერ მივიღე გამოძიების პასუხი ამაზე. თვითონ მითხრეს - თუ ბევრს ვიყვირებდი ამ ორის გამოშვებაც მოგვიწევს გარეთო. ამ საუბრის დადასტურება პირადად შეუძლია მამაჩემს, რომელიც ამჟამად სამწუხაროდ საქართველოში არ იმყოფება. ის ჩემს გვერდით იჯდა იმ დღეს და წყობიდან გამოიყვანეს ადამიანი. მითხრეს - თუ ბევრს იყვირებთ იმ ორსაც გამოვუშვებთ პატიმრობიდანო“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ტეგები