ზაზა გაბუნიამ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2018 10:11 · 22 ნახვა
ზაზა გაბუნიამ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები წარადგინა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები ძველ შემადგენლობასთან ერთად განაგრძობენ მუშაობას საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

„რამდენადაც კომიტეტი არის რეგიონული და თვითმმართველობის საკითხების პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი სუბიექტი, ჩემთვის როგორც მისი თავმჯდომარისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის სამუშაო პროცესი წარიმართოს ღიად, გამჭვირვალედ, კონსულტაციისა და რეკომენდაციების მოსმენის რეჟიმში, მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ არამხოლოდ პარლამენტარებს, არამედ ჩართულები იყვნენ სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიონალები. ასე ჩვენ უფრო მაღალი ხარისხის შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ

 

ტეგები