ყველას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ ჭორებს - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2018 13:44
ყველას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ ჭორებს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ მინისტრის შეცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.

„ასეთი ჭორები სხვადასხვა სახით დიდი ხანია ვრცელდება და ყველას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ ჭორებს. ეს არის ჩემი მოწოდება“,- ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

 

ტეგები