აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის საპარლამენტო კონსულტაციაში მიიღებს მონაწილეობას
ამობეჭდვა · 25 / 04 / 2018 13:51
აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის საპარლამენტო კონსულტაციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ,აკაკი ზოიძე 25-27 აპრილს, ნიუ იორკში, ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის (Global TB Caucus) საპარლამენტო კონსულტაციაში მიიღებს მონაწილეობას.

აკაკი ზოიძე საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების, მისი პრევენციისა და მართვის, ასევე, დაავადების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრებს და მონაწილეებს ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას გაუზიარებს.

საპარლამენტო კონსულტაციაზე ტუბერკულოზთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილ გაეროს სპეციალური სესიის მოსამზადებელი სამუშაოებსა და საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ.

2018 წლის სექტემბერში ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებაზე პოლიტიკურ დეკლარაციას მიიღებენ, რომელის მიხედვითაც ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოთა მეთაურების ვალდებულებად განისაზღვრება.

 

ტეგები