თურქეთში 15 ჟრნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 00:26
თურქეთში 15 ჟრნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს

სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის "Cumhuriyet"-ის 15 ჟურნალისტს, მათ შორის მთავარ რედაქტორს, მურატ სანბუჯს პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალისტები ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაზეთის მთავარ რედაქტორს პატიმრობა 7,5 წლით შეეფარდა, აღმასრულებელ დირექტორს, აკინ ატალაის - 8 წელი. გაზეთის სხვა თანამშრომლებს კი 2,5-და 7 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.

 "Cumhuriyet"-ის თანამშრომლების სასამართლო პროცესი სტამბოლშ გასული წლის ივლისიდან მიმდინარეობდა.

ტეგები