ოკუპანტებმა სოფელ ქვეშიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 11:51 · 15 ნახვა
ოკუპანტებმა სოფელ ქვეშიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეშიდან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე სერგო დარბაიძე უკანონოდ დააკავეს და გაიტაცეს. ამის მიზეზად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა სახელდება.

50 წლამდე ასაკის მწყემსი ჯერ არცევში მდებარე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, აფხაზეთში - 16, ხოლო ცხინვალის რეგიონში 19 მოქალაქე დააკავეს. 

ტეგები