იესო ქრისტეს ქანდაკებაზე Wi-Fi დაამონტაჟეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 13:29

პოლონეთის ქალაქ სვებოძინში იესო ქრისტეს ქანდაკებაზე Wi-Fi-ის მოწყობილობა დაამონტაჟეს.

ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია, ისინი მიიჩნევენ, რომ იესო ქრისტეს ქანდაკება წმინდაა და მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო. მოწყობილობა იესოს გვირგვინშია ჩამონტაჟებული.

გავრცელებული ინფორმაციით, Wi-Fi-ის მოწყობილობის დამონტაჟების იდეა დგილობრივი ტაძრის წინამძღვარს ეკუთვნის.

თუმცა ხელისუფლება და არც ეკლესიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. ინტერნეტპროვაიდერების განცხადებით, Wi-Fi-ის სიმძლავრე ინტერნეტით ახლომდებარე სოფლებსაც ამარაგებს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკება 2010 წელს დადგეს.


წყარო