ფაროსანას შესაწამლი მანქანებიდან აკუმულატორები მოიპარეს
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 15:35
ფაროსანას შესაწამლი მანქანებიდან აკუმულატორები მოიპარეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქურდობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოპარულია 5 აკუმულატორი, რომელიც აზიური ფაროსანის შესაწამლ მანქანებს აქვს ამოცლილი.
 
ავტომობილები ზუგდიდის მერიას 25 აპრილს გადაეცა და ისინი მერიის წინ დააყენეს. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.
 
ზუგდიდის მერიაში ქურდობის ფაქტს არ ადასტურებენ, შსს-ს ინფორმაციით კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დამნაშავეების დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ტეგები