სესხები 20 წლიდან - შეიქმენი კონფორტი მარტივად
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 16:49
სესხები 20 წლიდან - შეიქმენი კონფორტი მარტივად

ონლაინ სესხები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. თუმცა მცირე ასაკის გამო ბევრი მომხმარებელი ვერ ახერხებს პროდუქტით სარგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სესხების შეთავაზება თითქმის ყველგან გვესმის, მაინც არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომელსაც კომპანიები აწესებენ. მათ შორისაა ასაკობრივი ზღვარიც. რა ასაკიდან შეგიძლიათ მიიღოთ თანხა და შეძლებთ თუ არა სესხის აღებას 20 წლამდე? 

სესხი 20 წლამდე ასაკის პირებისთვის არც ისე მარტივად გაიცემა. კომპანიების უმრავლესობა კრედიტს არ გასცემს არასტაბილური შემოსავლის მქონე პირებზე. ისინი ითვალისწინებენ, როგორც შემოსავლის წყაროსა და ოდენობას, ასევე წარსულ გადახდებს. ონლაინ სესხების მომსახურება რამდენიმე მიზეზის გამოა პოპულარული:

კომფორტი - თანხას სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით იღებთ. 

სისწრაფე - მომსახურებით სარგებლობა მცირე დროში ხდება. მოთხოვნილი თანხა 15 წუთში გერიცხებათ ანგარიშზე. 

სიმარტივე - არ გჭირდებათ უამრავი დოკუმენტის შეგროვება. საკმარისია მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსება და ონლაინ გაგზავნა. 

სესხის აღება 20 წლიდან ყველას შეუძლია. განაცხადში უთითებთ პირად ინფორმაციას, თანხის ოდენობას და დაფარვის პერიოდს. ფული თქვენს ანგარიშზე უსწრაფესად აისახება. სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ მსესხებელი სმს-ის სახით იღებს შეტყობინებას სესხის დამტკიცების ან უარყოფის შესახებ. 

ონლაინ სესხი მეორე საფულეა, რომელიც მუდამ მზადაა დამატებითი თანხა გასესხოთ. ამასთან, კვირის ნებისმიერ დღესა და დროს. სწრაფი ონლაინ სესხები 1500 ლარამდე გაიცემა. გრძელვადიანი ონლაინ სესხი მეტი თანხის მიღების შესაძლებლობას გაძლევთ. მისი ლიმიტი 3 000 ლარამდეა. 

დადებითი მხარეების მიუხედავად არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია სერვისით სარგებლობამდე. თითოეული საკრედიტო პროდუქტი სხვადასხვა მიზნობრიობით გაიცემა, ამასთან განსხვავდება ასაკობრივი ზღვარიც. ისეთი ტიპის კრედიტებზე, როგორიცაა იპოთეკური სესხი ხშირად მსესხებლის მინიმალურ ასაკად 22 წელია დაწესებული. სესხის აღებამდე გადახედეთ კომპანიების შეთავაზებებს, გაეცანით ხელშეკრულებას, რათა ზუსტად გაიაზროთ თქვენი მოვალეობები და ვალდებულებები. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. 

გაანალიზეთ შეგწევთ თუ არა უნარი ვალდებულების  გადახდის.  გამოთვალეთ საპროცენტო განაკვეთი, შეარჩიეთ თქვენზე მორგებული მომსახურება. დაფიქრდით მოახერხებთ თუ არა  თვის ბოლოს სესხის დაფარვას იმ შემთხვევაში თუ გაუთვალისწინებელი ხარჯები გაგიჩნდებათ. ვადაგადაცილების შემთხვევაში საკრედიტო ისტორია გაგიფუჭდებათ, რაც მომავალში გაგირთულებთ კრედიტის აღებას. სესხის პასუხისმგებლობით აღება და ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა გაგიმარტივებთ ვალდებულების დროულად გადახდას. თუკი თქვენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს  გაითვალისწინებთ არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ დაგხვდებათ და მარტივად შეძლებთ როგორც სესხის აღებას, ასევე მის გადახდას. 

ვინაიდან საფინანსო სექტორში საკმაოდ ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი და მათი შეთავაზებებიც საკმაოდ მიმზიდველია, არჩევანის გაკეთება რთულია. თუკი არ იცით რომელი პროდუქტით ისარგებლოთ, ვის დაუკავშირდეთ, რომელ კომპანიაში რა საპროცენტო განაკვეთია, დღეს უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას საფინანსო ორგანიზაციების შეთავაზებების ერთ სივრცეში გაცნობა. Kredi  ყველა საკრედიტო კომპანიას აერთიანებს. თქვენ ერთი მარტივი განაცხადის შევსებით უკავშირდებით რამდენიმე კრედიტორს, ეცნობით მათ პირობას და თავად არჩევთ ისეთ პროდუქტს, რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენს მოთხოვნას. შედეგად, ზოგავთ დროს, არ გიწევთ სხვადასხვა კომპანიის ვებგვერდზე შესვლა და პირობების ძებნა. მარტივად ავსებთ სესხის განაცხადს და დროულად იღებთ მოთხოვნილ თანხას. 

ტეგები