ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 17:08
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4640 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4640 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4787 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0147 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0007 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0243 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0236 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

ტეგები