სოფიო ქაცარავა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სკოლების მასწავლებლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 20:56
სოფიო ქაცარავა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სკოლების მასწავლებლებს შეხვდა

ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, ნატო-ს სამეკავშირეო დირექტორთან როზარია პუგლისისთან და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან, ნინო ბოლქვაძესთან ერთად,  ცენტრის მიერ გამართული ღონისძიების ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე, მოქმედი სკოლების მასწავლებლებს შეხვდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა: საქართველოსთვის  ნატო-ს მნიშვნელობა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მუშაობა, საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, უსაფრთხოების, სტაბილურობის და მოსწავლეების სწორედ ინფორმირების მნიშვნელობის საკითხები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, შეხვედრაზე ასევე განიხილა ნატო-ს ღირებულებები და პრინციპები, რაც საქართველოს პრიორიტეტებს ეხმიანება, რაც პროგრესზე და წინსვლაზეა ორიენტირებული და ადამიანის უფლებებს უპირველეს ადგილზე აყენებს. აგრეთვე ისაუბრა ნატო-ს წევრობის სიკეთეებზე, რაც უსაფრთხოებაზე აგებული ეკონომიკური განვითარებას გულისხმობს და უზრუნველყოფს ქვეყნის კეთილდღეობას.

„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე, პარლამენტის როლზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესში ჩვენი ჩართულობა. მასწავლებლების როლი მათი ინფორმირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვეხმარებით და მხარს ვუჭერთ ამ პროცესს. მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ  მსგავს ღონისძიებებში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ტეგები