7 წლის ბავშვს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში რეკომენდაციად ლოცვა გამოუწერეს
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 22:45 · 574 ნახვა
7 წლის ბავშვს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში რეკომენდაციად ლოცვა გამოუწერეს

პაციენტს, 7 წლის ბავშვს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში რეკომენდაციად ლოცვა გამოუწერეს.

„რეკომენდაცია: ლოცვა, ნატურალური პროდუქტებით კვება, მხიარული და კეთილი განწყობა ყველასა და ყველაფრისადმი“, - ეს გაცემული რეკომენდაციების ნაწილია.

ლიბერალი“ ეკატერინე ქიმუცაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული რეკომენდაცია გასცა. ქიმუცაძის თქმით, ანალიზის აღება თბილისის კარდიოლოგიურ საავადმყოფოში არის შესაძლებელი.

ქიმუცაძესთან ვიზიტი 70 ლარი ღირს. შეკითხვაზე თუ რა სახის ლოცვებია რეკომენდებული, იგი გვპასუხობს, რომ „ჩვეულებრივი „მამაო ჩვენოც" საკმარისია“.

მან მეტი ინფორმაციის მისაღებად Hemoscan.ge-ის შემოწმებაც გვირჩია. ვებგვერდის მიხედვით ქიმუცაძე ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და ჰემოსკანირების სპეციალისტია. ამავე წყაროს თანახმად, ჰემოსკანირება საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ პლაზმისა და სისხლის ფორმიანი ელემენტების მორფოლოგიური ცვლილებების საფუძველზე ორგანიზმში მიმდინარე, უკვე ჩამოყალიბებული და მოსალოდნელი დაავადებები. დიაგნოსტირებას 15-20 წუთი ესაჭიროება, სამკურნალოდ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები გამოიყენება.

„ლიბერალი“ ესაუბრა კარდიოლოგიური საავადმყოფოს დირექტორს, თეიმურაზ შენგელიას, რომლის თქმით, ეკატერინე ქიმუცაძე, ნამდვილად მუშაობს კარდიოლოგიური საავადმყოფოს შენობაში, თუმცა კლინკის ექიმი არ არის, არამედ იქ ოფისი აქვს ნაქირავები.

„რამდენადაც ვიცი, ის ფუნქციურ დიაგნოსტიკას აკეთებს“, - ამბობს კლინიკის დირექტორი. მისი ინფორმაციით ეკატერინე ქიმუცაძე ბიოლოგია.

 

https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1.0-9/31429336_1969746113067395_1561485547153653760_n.jpg?_nc_cat=0&_nc_eui2=v1%3AAeHzwmnyqbiTHrNFM1EoYGcMrzu9ohPQMN0Xjayqvns6QTHKe51wScnFgQnRGN7oYFI_ICPPZjIGUVcvMztJSUa-gPGW8b3MyZSBL6sBNLBayg&oh=e9ced0e84b9aaaed2e04116bfbc59393&oe=5B5DCD81