საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა
ამობეჭდვა · 26 / 04 / 2018 22:55
საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა ორი დღის წინ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ერთ-ერთი გათავისუფლებული არასრულწლოვანი 15 წლის ლაშა ხუროშვილია.

ხუროშვილთან ერთად ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორი გორის რაიონის სოფელ ქერედან გატაცებულმა 77 წლის სერგო დარბაიძემაც დატოვა. გათავისუფლებულები ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხვის შემდეგ გათავისუფლებულები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.

ლაშა ხუროშვილი რუსმა სამხედროებმა სოფელ ახმაჯთან დააკავეს, ის ტყეში შეშის მოსატანად იყო წასული. სოფელ ქვეშის მკვიდრი სერგო დარბაიძე კი საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. დაკავებულების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები დე ფაქტო რეჟიმთან ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობდა.

ტეგები