დავით როსტომაშვილის საქმეზე დაკავებულების ახლობლები აქციას მართავენ
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2018 10:16
დავით როსტომაშვილის საქმეზე დაკავებულების ახლობლები აქციას მართავენ

სააპელაციო სასამართლოს შენობასთან აქციას მსახიობ დავით როსტომაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები აქციას გამართავენ.

აქციას, რომელიც 15:00 საათზეა დაგეგმილი, შეუერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები “უფლებადამცველთა ასოციაცია“ და „დემოკრატიის ინსტიტუტი“.

შეგახსენებთ, რომ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს სასამართლომ 2018 წლის 14 მარტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ბექა კირვალიძეს 10 წლით, ზურაბ ქუთელიას 7 წლით და არტემ აგაჯანოვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

 

ტეგები