ახალი ქართული კომპანია ‘’ბიქსტრიმი’’ ევროპის კრიპტო ბაზრის დასაპყრობად ემზადება
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2018 10:34
ახალი ქართული კომპანია ‘’ბიქსტრიმი’’ ევროპის კრიპტო ბაზრის დასაპყრობად ემზადება

ბოლო წლებში, კრიპტოვალუტებისა და მაინინგის პოპულარობამ პიკს მიაღწია. თუკი 10 წლის წინ ‘’მაინინგი’’ ადამიანთა უმეტესობისთვის უცხო და გაუგებარი ცნება იყო, დღეს, ის ქართული რეალობის განუყოფელი ნაწილია: საქართველო, მეორე ადგილზეა მსოფლიოში მაინინგის ინდუსტრიის სიდიდით.

ქართულ კრიპტო ბაზარს კრიპტოვალუტაზე რეგულაციების არარსებობა და ელექტრო ენეგრიის დაბალი ტარიფიც უწყობს ხელს. საერთაშორისო ტენდენციებს არც ქართველი ბიზნესმენები ჩამორჩებიან - ქართული ICOები კი მათ უცხოურ ანალოგებს ღირსეულ კონკურენციას უწევენ ახალი იდეებითა და სტრატეგიებით.

‘’ბიქსტრიმი,’’ ქართული კრიპტო-ფინანსური ორგანიზაციაა, რომლის მიზანი, კრიპტოვალუტების ყოველდღიურობაში დანერგვაა. ‘’ჩვენ გვჯერა, რომ სულ მალე, კრიპტოვალუტა აღარ იქნება ინტერნეტში გაგონილი უცნაური სიტყვა,’’ გაგვანდო ‘’ბიქსტრიმის’’ წარმომადგენელმა, ‘’კრიპტოვალუტა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. კრიპტო ბაზარი მხოლოდ პროფესიონალების მცირე ჯგუფის საკუთრება არ გახლავთ. ის მომავალია. ჩვენ გვსურს, თითოეული ადამიანი ისევე იყენებდეს კრიპტოვალუტას, როგორც ახლა - ეროვნულ ვალუტას იყენებთ.’’

ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად, ‘’ბიქსტრიმის’’ დამფუძნებლები, მათ გამოცდილ, ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ გუნდთან ერთად შრომობენ. საწყის ეტაპზე, ‘’ბიქსტრიმს’’ განზრახული აქვს მულტიფუნქციური პლატფორმის შექმნა, რომელიც კრიპტოვალუტის სწრაფ გაცვლასა და ყიდვა-გაყიდვას უზრუნველყოფს. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია:

‘’შემდგომ ეტაპზე კრიპტო-ლომბარდის შემქნას ვაპირებთ,’’ გაგვიმხილა ‘’ბიქსტრიმის’’ წარმომადგენელმა. ‘’ამჟამად, მსგავსი სერვისი საქართველოში არ არსებობს. სამომავლოდ კი, საკუთარი კრიპტოვალუტისა და პლასტიკური ბარათების გამოშვებასაც ვგეგმავთ.’’

თანამედროვე კრიპტო ბაზარი, მისი ინოვაციურობის მიუხედავად, ბევრ ტექნიკურ პრობლემას აწყდება. მაგალითად, კრიპტო ტრანზაქციების ‘’გამტარობა’’ (გადახდის დამუშავება) საკმაოდ ნელი პროცესია - მან, შეიძლება, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე დრო წაიღოს. ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე, ‘’ბიქსტრიმის’’ გუნდს საკუთარი მოსაზრება გააჩნია. ისინი საკუთარი კრიპტო მონეტის გამოშვებას აპირებენ, რომლის ‘’გამტარობა’’ წამში 100 000 ტრანზაქციას მიაღწევს.

თუმცა, ყველაფერი ICOთი იწყება: ‘’ბიქსტრიმის’’ ტოკენებით, რომელთა უნიკალური კონცეფტი მათ ღირებულებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

‘’BMX ტოკენები მისი კონკურენტებისგან განსხვავებულია,’’ ამბობს ‘’ბიქსტრიმის’’ წარმომადგენელი, ‘’ჩვენ ჩვენს ინვესტორებს რისკის გაწევას არ ვთხოვთ. ჩვენი ტოკენები კრიპტოვალუტის მყიდველსა და გამყიდველს შორის შუამავალი იქნება: მაგალითად, ტოკენების მფლობელებს შეეძლებათ ჩვენს პლატფორმაზე ყიდვის, გაყიდვის, სესხებისა და ჩვენი სხვა სერვისების გამოყენებისას ფასდაკლებით ისარგებლონ. წარმოიდგინეთ, სპორტული მატჩი: მას, უმეტეს შემთხვევაში მოგებული და წაგებული მხარე ჰყავს, ხომ ასეა? ჩვენ ინვესტორებს ‘’თამაშს’’ არ ვთავაზობთ. ისინი ბილეთების მფლობელები გახდებიან. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოიგებს თუ წააგებს: თამაში გაიმართება, ბილეთები გაიყიდება. ინვესტორი მოგებას მიიღებს.’’

‘’ბიქსტრიმი’’ სულ 53 600 000 ტოკენის გაყიდვას გეგმავს. მინიმალური შენაძენის რაოდენობა 30 ტოკენია, თითო ტოკენის ფასი კი - 1 $, თუმცა, პირველ კლიენტებზე განსაკუთრებული ფასდაკლება გავრცელდება.

‘’ბიქსტრიმის’’ ICO სტარტს 1 ივნისიდან აიღებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მათ ვებსაიტს www.bixtrim.com და სოციალურ ქსელებს  (Facebook I Instagram I Twitter

ტეგები