აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის საპარლამენტო კონსულტაციაში იღებს მონაწილეობას
ამობეჭდვა · 27 / 04 / 2018 17:33
აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის საპარლამენტო კონსულტაციაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ნიუ იორკში იმყოფება, სადაც ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის (Global TB Caucus) საპარლამენტო კონსულტაციაში იღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე ტუბერკულოზთან ბრძოლის კუთხით, რეგიონში არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულებით, რეგიონში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. აკაკი ზოიძემ დამსწრეებს ის მიდგომებიც გააცნო, რომლებიც რეგიონში ტუბერკულოზის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის არის საჭირო.
შეხვედრის ფარგლებში, დელეგატებმა მიმდინარე წლის სექტემბერში, ტუბერკულოზთან დაკავშირებით დაგეგმილი გაეროს სპეციალური სესიის შესახებ იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს აღნიშნულ ღონისძიებაში პარლამენტის წევრთა აქტიური ჩართულობის როლი.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციაში მონაწილე პარლამენტარები სექტემბერში დაგეგმილ ღონისძიებაში ქვეყნების მეთაურთა მონაწილეობის საკითხზე იმუშავებენ.
ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის (Global TB Caucus) საპარლამენტო კონსულტაციაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები და დარგის წარმომადგენლები იღებენ.

ტეგები