შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას - გიორგი მარგველაშვილი
ამობეჭდვა · 28 / 04 / 2018 15:27
შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, შრომის შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. 

"28 აპრილს გაერო შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს - სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა. ამიტომ ყველამ, და პირველ რიგში, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა, ერთად უნდა დავნერგოთ და გავაძლიეროთ ყველა ის სტანდარტი და მექანიზმი, რომელიც დაგვაზღვევს ტრაგედიებისგან და დასაქმებულ ადამიანს დაცვის სათანადო გარანტიებს შეუქმნის.

ჩვენ ისე უნდა ვაშენოთ ქვეყანა და ვიშრომოთ, ისე რომ არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი ღირებულება - ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ტეგები