გერმანიიდან ქართველი ცოლ-ქმარი გააძევეს
ამობეჭდვა · 28 / 04 / 2018 20:49
გერმანიიდან ქართველი ცოლ-ქმარი გააძევეს

გერმანიიდან ქართველი ცოლ-ქმარი გააძევეს, რომლებიც ქვეყანაში სამკურნალო მიზნით იყვნენ ჩასულები. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.

საინფორმაციო სააგენტოს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ასეთი დეპორტირებული ქართველი დაუკავშირდა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა როგორ მოხდა მისი და მისი ავადმყოფი მეუღლის ქვეყნიდან გაძევება.

„მე და ჩემი მეუღლე (დიალეზის პაციენტი) მკურნალობის მიზნით წავედით გერმანიაში, ქართველი ექიმების რჩევით და 3 წელი ვცხოვრობდით ქალაქ BRETTEN -ში. 3 დღის წინ, 2 საათზე კარებზე კაკუნი იყო და დაიძახეს თან სანამ კარს გავაღებდით პოლიცია ვართ და კარები გააღეთო. გავაღე და 6 პოლიციის თანამშრომელი შემოვიდა კბილაბამდე შეიარაღებული და მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით საქართველოში. დეპორტიაო მოაყოლეს. მე ვუთხარი, რომ დილის 7:00 სათზე მეუღლე დიალეზზე უნდა წასულიყო და თუ არ მივიდოდა სავალალო სიტუაცია შეიქმნებოდა. ამ დროს ტელეფონები ჩამოგვართვეს. მე ვთხოვდი ექიმთან ან ადვოკატთან დამერეკა და მეკითხა შეიძლებოდა თუ არა ფრენა, მაგრამ უარი მივიღეთ. თქვენი ექიმი და ადვოკატი საქმის კურსშია და იციან თქვენი დეპორტის შესახებო. 1 საათი მოგვცეს საჭირო ბარგის ასაღებად. ჩემს მეუღლეს, რომელსაც გერმანიაში შულტირება გაუკეთდა, ვატყობდი, რომ ნერვიულობდა და ვშიშობდი ცუდად არ გამხდარიყო. სანამ პოლიციის მანქანაში ჩაგვსვამდნენ, გაგვჩხრიკეს და გვითხრეს, ეს იყო საჭირო რომ დანა ან რაიმე სხვა ცივი იარაღი არ გვქონოდა. 1 საათი გვალოდინეს ბრეტენის პოლიციაში. შემდეგ ისევ 2-2 პოლიციის თანხლებით წაგვიყვანეს ცალ-ცალკე მანქანებით და მიუნხენის პოლიციას გადაგვცეს. ჩემს მეუღლეს უთხრეს ხომ არ გაიქცევით ბორკილებს დაგადებთო. ასე აღმოვჩნდით გერმანიიდან დეპორტირებულები საქართველოში. ჩემი მეუღლე დიალეზსს იკეთებს და აქ ადგილები არაა, შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მხოლოდ 2 დღეში 10 კილოგრამი მოიმატა. ჯერ კიდევ გერმანიაში რამდენჯერმე ვიკითხე მიზეზი რატომ გვატოვებინებენ ქვეყანას და გვითხრეს, რომ ეს საქართველოს მთავრობის მოთხოვნააო. ბევრს ატოვებინებენ ქვეყანას, დახმარებისთვის ვის უნდა მივმართო არ ვიცი, ვის ანაღვლებს ჩვენი ბედი" ,- განაცხადა "ინფო რუსთავთან" ირმა ჯობავამ. .

 

ტეგები