ჯეფ ბეზოსის ქონებამ $134,000,000,000-ს გადააჭარბა
ამობეჭდვა · 28 / 04 / 2018 21:41
ჯეფ ბეზოსის ქონებამ $134,000,000,000-ს გადააჭარბა

პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი ბოლო 48 საათში $12 მილიარდით გამდიდრდა, შესაბამისად, მისი ქონება ამ დროისთვის $134 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბეზოსის გამდიდრება Amazon-ის აქციებზე ფასების მატებას უკავშირდება.

Amazon-მა კვარტალური ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის პირველ კვარტალში კომპანიის და მისი შვილობილების ბრუნვა 49%-ით გაიზარდა.

ჯეფ ბეზოსს Amazon-ის აქციების 17% ეკუთვნის. ამ დროისთვის ერთი აქციის ღირებულება $1,567-ია.

2017 წლის განმავლობაში ჯეფ ბეზოსი $32.2 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.

53 წლის ბეზოსი მილიარდერი 1998 წელს გახდა, მან ონლაინშოფინგის გიგანტი Amazon 1994 წელს დააფუძნა.

პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსია, მისი ქონება $91 მილიარდს შეადგენს. 

წყარო:tabula.ge

ტეგები