„მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი - „მეფედრონმა“ ამჯერად 21 წლის გოგოს სიცოცხლე შეიწირა
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2018 13:20
„მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი - „მეფედრონმა“ ამჯერად 21 წლის გოგოს სიცოცხლე შეიწირა

„მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი - „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ახალი თაობის ნარკოტიკ „მეფედრონს“ ამჯერად 21 წლის გოგოს სიცოცხლე შეეწირა.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. გარდაცვლილის ახლობლების მონაყოლის თანახმად, კლუბიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ძილში გარდაიცვალა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ 8 ადამიანი - ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა, აქიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფლობენ „თეთრ ხმაურში“, თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, დაუდგენელია, გარდაცვალების მიზეზი „მეფედრონი“ გახდა თუ სხვა ნარკოტიკული საშუალება.

წყარო: ნიუპოსტი

ტეგები