„გულწრფელად გეუბნებით, რომ სიამოვნებით დავუთმობდი ჩემს ადგილს“ - კონსტანტინე კარანაძე
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2018 13:56
„გულწრფელად გეუბნებით, რომ სიამოვნებით დავუთმობდი ჩემს ადგილს“ - კონსტანტინე კარანაძე

კონსტანტინე კარანაძის კულისური შესრულება მომღერალმა და მუსიკოსმა დავით არჩვაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა და კოლეგებს, ჟიურის წევრებს კითხვით მიმართა -  „ესაა მხოლოდ ქართული?“... ამავე პოსტში მუსიკოსი აღნიშნავდა, რომ პროექტსმიღმა ბევრი კარგი მომღერალი დარჩა.

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ნაწყვეტს ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომელშიც კოსტანტინე დავით არჩვაძის კრიტიკას ეხმაურება.

– კოსტანტინე, მანამ სანამ კონკურსი დაიწყებოდა, შენი სიმღერა სოციალურ ქსელში დავით არჩვაძემ გააზიარა, რბილად რომ ვთქვათ, შესრულება დაგიწუნა ქართული სიმღერის...

– ძალიან დიდ პატივს ვცემ დავით არჩვაძეს. ჯერ ერთი, ძალიან გამიხარდა, რომ დავით არჩვაძემ მომისმინა და ჩემი სიმღერა გააზიარა. არც მქონდა წაკითხული პოსტი. რაც დაწერა, იმაშიც ვეთანხმები. როცა ადამიანი შემომხედავს, ვახტანგ გორგასლის შთამომავალს ნამდვილად არ ვგავარ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ საყურით ან სიმღერის შესრულების მანერით განისაზღვრება ქართველობა. ქართული სიმღერის შესრულებისას მთავარი ემოციაა. ამ ემოციას ერთი ჩახვევით მოიტან, არაქართული შესრულებით მოიტან თუ სხვა რამით, რა მნიშვნელობა აქვს?

– აბა, რაში ეთანხმები დათოს?

– ვეთანხმები იმაში, რომ მართლა ძალიან ბევრი კარგი კონკურსანტი დარჩა პროექტსმიღმა. უმეტესობასთან დავმეგობრდი და სრულიად გულწრფელად გეუბნებით, რომ სიამოვნებით დავუთმობდი ჩემს ადგილს.

წყარო: პრაიმტაიმი

ტეგები