ახალი ნარკოტიკით თბილისში უკვე სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 30 / 04 / 2018 20:26
ახალი ნარკოტიკით თბილისში უკვე სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა

ბოლო ორ დღის განმავლობაში თბილისში ახალი ნარკოტიკით, ორი ახალგაზრდა, გოგო და ბიჭი გარდაიცვალა. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს.

მსგავსი შემთხვევა თბილისში, დაახლოებით, 10 დღის წინაც მოხდა. გავრცელებული ცნობით, მაშინაც მსხვერპლი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც ზედოზირების სიმპტომებით ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს.

ყველა ეს შემთხვევა თბილისში ბოლო პერიოდში გავრცელებული ნარკოტიკის - მეფედრონის მოხმარების შედეგია.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ახალი ნარკოტიკების გავრცელებას სახელმწიფოს მკაცრ ნარკოპოლიტიკას უკავშირებს.

ყველა შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

ტეგები