სოფო კილაძე ლგბტ აქტივისტებთან შეხვედრისთვის მზადაა
ამობეჭდვა · 01 / 05 / 2018 13:59
სოფო კილაძე ლგბტ აქტივისტებთან შეხვედრისთვის მზადაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მზადყოფნას გამოთქვამს, ლგბტ აქტივისტებს სამუშაო რეჟიმში შეხვდეს და მათი პოზიციები მოისმინოს.

 კილაძემ განარტებით, მისი მხრიდან არანაირი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა.

„ღია კარს ამტვერევენ, ჰომოფობიური განცხადებები არ გაგვიკეთებია. შეიძლება, ეს მართული პროცესიც იყოს. კომიტეტის ვალდებულებაა, თითოეულ ადამიანის უფლებები დაიცვას და ასეც ვაკეთებთ. ამ ადამიანებს არავინ არ ჩაგრავს. მზად ვარ, მათთან სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირების გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შესვენების გამოცხადების მიზეზად დეპუტატებსა და ლგბტ აქტივისტებს შორის დაპირისპირება იქცა. აქტივისტების შეფასებით, სოფო კილაძე ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებს არ იცავს, რის გამოც მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

ტეგები