"ათი ახალგაზრდა სიკვდილს ებრძვის, ორი დაიღუპა"...
ამობეჭდვა · 01 / 05 / 2018 14:21
"ათი ახალგაზრდა სიკვდილს ებრძვის, ორი დაიღუპა"...

პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში ნარკომანიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ათი ახალგაზრდა სიკვდილს ებრძვის, ორი დაიღუპა, მანამდე რაც ხდებოდა ყველამ ვიცით. და რა?
გამოყავთ ამ გათახსირებულებს თავისზე გარეწარი გირჩელები რომელთა ლოგიკით ამ უბედურების მიზეზია ის , რომ ნარკოტიკები თავისუფლად არ იყიდება .
ასეთ შემთხვევაში, ამ ავადმყოფების ლოგიკით, ნარკოტიკს თან ექნებოდა დართული გამოყენების წესები, ყველა ახალი ნარკოტიკის შესახებ ხელისუფლება გააფრთხილებდა მოსახლეობას მისი სპეციფიკისა და დოზირების შესახებ და იქნებოდა სრული იდილია.
ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი რაღაც კოშმარულ სიზმარში ხდება.
ყველაზე უსირცხვილოები მაინც ეს გამპრავებლები არიან, ამ უბედურებას ხან ნაცებს რომ აბრალებენ და ხანაც ყურადღების გადატანას რომ ცდილობენ.
სრული უკუნი დგას საქართველოში, ღამის კი არა, უკუნისა და წკვარამის ეკონომიკა უნდა დაერქვათ თავისი განთქმული პროჟექტისათვის ავტორებს",- წერს მანჯავიძე.

ტეგები