ვარდების რევოლუციის მოედანს შესაძლოა სახელი შეეცვალოს
ამობეჭდვა · 01 / 05 / 2018 17:34
ვარდების რევოლუციის მოედანს შესაძლოა სახელი შეეცვალოს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოვიდა ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვარდების რევოლუციის მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

"საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულოს ინიციატივაა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს.

ინიციატივას 2 მაისს თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილავენ. კომისიის წევრები რიგი ქუჩებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეთა სახელების მინიჭებაზეც იმსჯელებენ".

 მოედანი შეიქმნა 1983 წელს და რესპუბლიკის მოედანი ეწოდა. 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, მას 2005 წელს ვარდების რევოლუციის მოედანი ეწოდა.

ტეგები