მიხეილ ყაველაშვილმა გზამკვლევის „ერთად შევქმნათ სპორტის პოლიტიკა“ პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო
ამობეჭდვა · 01 / 05 / 2018 19:43
მიხეილ ყაველაშვილმა გზამკვლევის „ერთად შევქმნათ სპორტის პოლიტიკა“ პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო

სპორტის პოლიტიკის გზამკვლევის - „ერთად შევქმნათ სპორტის პოლიტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა დღეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სპორტის პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ისაუბრეს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარებისა სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევში“ დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიის შემუშავების ეტაპები, განსახორციელებელი ღონისძიებები და ვადები. სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექპერტების, კერძო სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობა. სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზების გზით გათვალისწინებულია დაინტერესებული მხარეების ჩართვა და საჯარო კონსულტაციების გამართვა.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის შესამუშავებლად 2018 წლის მაისიდან დაგეგმილია რეგიონული შეხვედრები.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), USAID-ის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის (UKaid) ფინანსური მხარდაჭერით,

უზრუნველყოფს საჯარო კონსულტაციების პროცესის წარმართვას საქართველოს რეგიონებში - სტრატეგიისა და საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე საჯარო დისკუსიების გამართვას.

პარლამენტის სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის მიხედვით „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობა 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

შეხვედრას ასევე ესრებოდნენ სპორტული ორგანიზაციებისა და ფედერაციების წარმომადგენლები.

 

ტეგები