სიკვდილი 4 ლარად - ახალი ნარკოტი, რომელსაც უკვე 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა, ონლაინმაღაზიებში იყიდება
ამობეჭდვა · 01 / 05 / 2018 22:33
სიკვდილი 4 ლარად - ახალი ნარკოტი, რომელსაც უკვე 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა,  ონლაინმაღაზიებში იყიდება

ნარკოვაჭრობა ონლაინმაღაზიებით - უკვე დადასტურებულია, რომ ბოლო დღეებში საავადმყოფოში მოხვედრილმა ახალგაზრდებმა ახალი თაობის ნარკოტიკი „მეფედრონი“ სწორედ ინტერნეტით შეიძინეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ონლაინმაღაზიაში 3 გრამი „მეფედრონი“ 200 ლარი ღირს და 50-მდე ადამიანის საკმარისი დოზაა. ანუ, ამ პრეპარატით ერთი ადამიანის ნარკოტიკული თრობა 4 ლარი ღირს.

ასეთი ვებგვერდის არსებობას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. თუმცა, მისი დაბლოკვა გახარიას უწყებამ ვერ შეძლო.

ბოლო დღეებში ე.წ. კლუბური ნარკოტიკით მოწამლული 10 ახალგაზრდიდან 2 დაიღუპა, სამი კი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. 

ტეგები