"დღეს თბილისში კიდევ ორი ქალი "მოკლეს"!
ამობეჭდვა · 02 / 05 / 2018 10:36
"დღეს თბილისში კიდევ ორი ქალი "მოკლეს"!

"დღეს თბილისში კიდევ ორი ქალი "მოკლეს"! საქართველოში ქალებს იქამდე მოკლავენ, დაამცირებენ, ფიზიკურად გაუსწორდებიან, სანამ ყვავილების გამყიდველი ნაირა, გაამართლებს მოძალადეს: "მთვრალ კაცს, პატიოსანი ქალი არ უნდა შეეპასუხოსო".

მოკლედ, მეტროსადგურ "ისნის" ტერიტორიაზე ორი ბოშა ქალი თეთრეულს ყიდის, ერთი მათგანი მძიმე სენს ებრძვის, ეტყობათ, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან და გარე ვაჭრობით ირჩენენ თავს. დღეს კი როგორც ჩანს, ერთ-ერთ "მუჟიკს" (ასე ეძახდა საკუთარ თავს), სიმთვრალეში სექსუალური ფანტაზიები გაეხსნა და უხეშად, ქალების ნების საწინააღმდეგოდ დაუწყო "ჩალიჩი", მათ შორის გინებით და მუქარით.

ინცინდენტს იმ დროს შევესწარი, როცა 14 წლის გიორგი დაუცველ ქალებს გამოესარჩლა, საპასუხოდ კი ალიყურში მოხვედრის მუქარა და გინება მიიღო 28 წლის ვირისგან - "წადი გაიარე, მე და დეიდები მოვრიგდებითო".

ჯიგარი გიორგი კი წარბშეუხრელად უმეორებდა მოძალადეს, აქიდან ერთად წავალთ ან ჯერ ჩემთან მოგიწევს ანგარიშის გასწორებაო.

"მუჟიკს" ჩემთვისაც ჰქონდა პასუხი: "აბა პედარასტები ხომ არ ვართ, ქალებს რომ არ მოვესიყვარულოთ, ზრდილობის ფარგლებშიო"...

საბოლოოდ, "მუჟიკას" მოხვდა "ზრდილობის ფარგლებში" სხვა ჩემი ტოლი ახალგაზრდებისგან, რომლებმაც ორი დაუცველი ქალის და არასრულწლოვანი გიორგის ინტერესები დაიცვეს.

პოლიცია? - პოლიცია როგორც ამერიკულ ფილმებშია Happy end -ზე მოვიდა, როცა გიორგი სახლში მიაცილეს "მუჟიკა" კი გაუდგა გზას უკან, "სტრელკაზე" მობრუნების იმედით.

#არაქალთამიმართძალადობას

#ბევრიგიორგისაქართველოს", - წერს ჟურნალისტი დავით ჯაბაშვილი.

ტეგები