მედიკამენტების კონტრაბანდის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა
ამობეჭდვა · 02 / 05 / 2018 11:23
მედიკამენტების კონტრაბანდის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი  „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისივე მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე  შემოიტანა დიდი ოდენობით - ჯამში  33 დასახელების  მედიკამენტი.
 
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია  6 470 ლარის ღირებულების კონტრაბანდული მედიკამენტები.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. 

ტეგები