წელიწადის 2 თვე განსაკუთრებით სახიფათოა წყვილებისთვის - როდის შორდებიან ყველაზე ხშირად
ამობეჭდვა · 02 / 05 / 2018 12:44 · 169 ნახვა
წელიწადის 2 თვე განსაკუთრებით სახიფათოა წყვილებისთვის - როდის შორდებიან ყველაზე ხშირად

იცოდით, რომ არსებობს თვეები, რომლებიც ძალიან სახიფათოა წყვილებისთვის, რადგან სწორედ ამ ორ თვეში ფიქსირდება დაშორებების ან კონფლიქტების დიდი რიცხვი.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორებმა, სოციოლოგმა ჯულია ბრაინსმა და ბრაიან სერაფინმა ხანგრძლივი კვლევისა და წყვილებზე დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ ურთიერთობებისთვის ყველაზე საფრთხისშემცველი მარტი და აგვისტოა. 

როგორც აღმოჩნდა, წყვილებს ყველაზე მეტად მარტსა და აგვისტოში უჭირთ. მეცნიერებმა ეს იმით ახსნეს, რომ ამ თვეებში ადამიანებს იმედები უცრუვდებათ , ეს კი დაკავშრებულია შემდეგ ფაქტორთან: მარტი ზამთრის დასასრული და გაზაფხულის დასასწყისია, როდესაც ადამიანს რაღაც ახლის, განსაკუთრებულის მოლოდინი აქვს. აგვისტო - ზაფხულის ფინალი და სექტემბრის დასაწყისია, ახალი, ნაყოფიერი სეზონის მოლოდინი და ხშირად ხდება ისე, რომ ამ თვეების განმავლობაში ისევე ვითარდება მოვლენები, როგორც წინა სეზონებზე, რაც ადამიანის ხასიათზე ცუდად მოქმედებს , ეს კი ურთიერთობებზე აისახება. 

ამიტომ, სჯობს თავი დავანებოთ მოლოდინებით ცხოვრებას და ერთმანეთის გაბედნიერებაზე ვიფიქროთ. ურთიერთობას შენარჩუნება სჭირდება, ამიტომ თუკი რამის მიღწევა გინდათ, უბრალოდ იმოქმედეთ და ნუ დაელოდებით რაღაც არარსებულს.

 

წყარო