დეპუტატს თავს დაესხნენ და ყბა გაუტეხეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 02 / 05 / 2018 13:43 · 593 ნახვა

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია 30 აპრილს უკრაინის რადას წევრ მუსტაფა ნაიემზე თავდასხმის კადრები. დეპუტატს გზაჯვარედინზე 5 ადამიანი დაესხა თავს. მან სხეულის დაზიანებები მიიღო. მას ყბა აქვს მოტეხილი. ადგილზე მოსულმა პოლიციამ სამი თავდამსხმელი დააკავა, დანარჩენებმა გაქცევა მოახერხეს.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც შავი ჯიპის მფლობელებმა ჩათავალეს, რომ ნაიომის ავტომობილი მათ გადაადგილებას უშლიდა ხელს. ჯიპი დეპუტატის მანქანას გვერდით ამოუდგა, ხოლო

დაკავებულთაგან 2 რუსეთის მოქალაქეა და უკრაინაში დროებითი ცხოვრების უფლება გააჩნიათ. ნაიემი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პირი, რომელმაც პირველმა მიაყენა მას დარტყმა, ინციდენტიდან 2 საათში კიევიდან ბაქოში გაფრინდა. დამნაშავეებს ხულიგნობის და სხეულის განძრახ დაზიანების მუხლებით აქვთ ბრალდება წაყენებული.

ნაიომი ამ ფაქტს მის პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უკავშირებს.

 

წყარო