"ძალიან მძიმე იყო ლია ხორბალაძესთან მისვლა და სამძიმრის თქმა" – ლეგენდარულ "მზიურელს" ვაჟი გარდაეცვალა
ამობეჭდვა · 02 / 05 / 2018 17:42 · 4657 ნახვა
"ძალიან მძიმე იყო ლია ხორბალაძესთან მისვლა და სამძიმრის თქმა" – ლეგენდარულ "მზიურელს" ვაჟი გარდაეცვალა

ლეგენდარულ ბავშვთა ანსამბლ “მზიურს” გამორჩეული წევრი ჰყავდა – ბრიალათვალებიანი გოგონა საოცარი ღიმილით – ლია ხორბალაძე, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა. გავიდა წლები და ეს გოგონა შემდგარი ქალი გახდა – საქმიანობით, ოჯახით. სიყვარულით გათხოვდა, სამი შვილი გააჩინა, საკუთარი ანსამბლი “ბომბორა” შექმნა, თუმცა ყველას, ვინც მას ბავშვობიდან იცნობდა, არასდროს დავიწყებია ის პატარა “მზიურელი” დრამერი.

რამდენიმე ხნის წიმ ამ პოზიტიურ ადამიანს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს – ვაჟიშვილი, ალექსანდრე ჭკუასელი გარდაეცვალა. როგორც ამბობენ, მიზეზი ანევრიზმა გახდა. ალექსანდრე, რომელსაც ახლობლები აკოს ეძახდნენ, ტყუპისცალი იყო და 29 წლის გახლდათ. დედას ორი შვილი დარჩა – ქეთევანი და აკოს ტყუპისცალი ილია.

ლია ხორბალაძის მეგობარი:

– ენით აუწერელი უბედურებაა ის, რაც ლიას დაემართა. ტყუპებმა ლიას ძალიან დიდი ბედნიერება მოუტანეს, მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. საერთოდ საოცრად შეკრული და ლამაზი ოჯახი აქვთ.

აკო დაოჯახებული, ორი ბიჭის მამა იყო. თუ არ ვცდები, ერთი შვილი 8 წლისაა, მეორე – 5-ის. თვითონ ლიაა პოზიტიური პიროვნება, ყველას ძალიან უყვარს. ყველას გასაჭირში გვერდში მდგომი ადამიანია, ირგვლივ მყოფთ აიმედებდა ხოლმე.

ლია იმდენად პოზიტიურია, ვერ წარმოიდგენთ. რამდენად მძიმე იყო მასთან ასეთ უბედურებაზე მისვლა, სამძიმრის თქმა. ძალიან დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახია და ასე შეკრულები მოვიდნენ დღემდე. ალბათ ბედის უკუღმართობაა, რომ ეს ადამიანი გამოაკლდათ.

ეს ტრაგედია ორმაგად მტკივნეულია აკოს ტყუპისცალისთვის, ილიასთვის, რომელიც ამერიკაშია და აქ ჩამოსვლა ვერ მოახერხა. წარმოგიდგენიათ, ალბათ რამხელა ტკივილია მისთვის ეს. ვგრძნობ, ილიკოს როგორ სტკივა.

სამძიმარზე ვიყავი, როცა დაახლოებით 10-14 წლის ბავშვები შემოვიდნენ და ტიროდნენ, ჩვენი მეგობარი აკო გარდაიცვალაო. როგორც ჩანს, აკო არამხოლოდ ჩვენთან, ყველასთან განსაკუთრებულად თბილი ბიჭი იყო.

 

 

იხილეთ სრულად

ტეგები