ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მადლობა გაქვთ გადასახდელი უმრავლესობისთვის - გია გაჩეჩილაძე
ამობეჭდვა · 02 / 05 / 2018 22:23
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მადლობა გაქვთ გადასახდელი უმრავლესობისთვის - გია გაჩეჩილაძე

პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას დეპუტატი გია გაჩეჩილაძე მწვავე კრიტიკით პასუხობს. მისი თქმით, პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გამო, მადლობა აქვს გადასახდელი.

"სამწუხაროდ, პირველი, რაც უნდა ვთქვა, ბატონი პრეზიდენტის მოხსენებაში, რომელიც გახლავთ სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და გარანტი ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისა საქართველოში, მის მოხსენებაში, სამწუხაროდ, ამდაგვარი, ვერაფერი გავიგეთ. მოკლე და რაღაც უცნაური, ასე ვთქვათ, გადასვლებით იყო სავსე. არადა, მთელ საქართველოს აინტერესებდა სწორედ სახელმწიფო მეთაურის პოზიცია, იმ უსაფრთხოების სისტემასთან, იმ პრობლემებთან, რომელიც არის საქართველოს შიგნით და საქართველოს გარშემო და არამარტო გარშემო, იმ პოლიტიკურ სიტუაციასთან, რომელიც მსოფლიოში ვითარდება და აქედან გამომდინარე, რა როლი აქვს აქ ამ სიტუაციაში საქართველოს. სამწუხაროა ეს ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ, ვინც აქ ვართ წარმოდგენილნი პარლამენტში, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ არ ვართ მხოლოდ და მხოლოდ 2012 წლის ხალხი, აქ არის ხალხი წარმოდგენილი ეროვნული მოძრაობიდან, რომლის ზურგზეც გადაიარა უამრავმა უბედურებამ ამ ქვეყანაში, რომლის ძირითადი პრობლემა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება იმ უბედური მეზობლის ზეწოლის ფარგლებში და მუდმივი პრობლემების შექმნის სიტუაციაში, რომელიც ჩვენ გვქონდა ყოველთვის და გვაქვს დღესაც.

აბა გაიხსენეთ მეგობრებო, რა გავიარეთ? სამოქალაქო ომი, ეკონომიკური კოლაფსი, კუპონიზაცია, უბედურებები, რომლებიც დაკავშირებული იყო შეიარაღებული ბანდიტების თარეშთან საქართველოში, რევოლუციური სიტუაციები, ეკონომიკური ბლოკადა რუსეთის მხრიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ტერიტორიების მიტაცება, უამრავი პრობლემა, რომელმაც ჩვენ მძიმე რეგიონში უფრო მძიმე სიტუაცია შეგვიქმნა. ეს ყველაფერი საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების ხარჯზე ხდებოდა და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ ამ სიტუაციიდან და წინ მივიწევთ, მიუხედავად ყველაფრისა, რაც რუსეთის მხრიდან იქნა შექმნილი საქართველოს, ჩვენ მაინც ვახერხებთ გარკვეული სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, ისე, რომ ჩვენ არ ვცვლით კურსს და მივდივართ დასავლური ორიენტაციით. ბუნებრივია, რომ რუსეთის ხელისუფლება კიდევ შეეცდება მრავალი რამის გაკეთებას ამ ქვეყანაში და გასაგებია ისიც, რა აღიზიანებს მას საქართველოში და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სატრანზიტო დერეფანი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ის ენერგორესურსების პოტენციური ტრანზიტი ევროკავშირის მიმართულებით, აზიიდან ტვირთების გატარება, ალტერნატიული მარშრუტები, საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცესები და ასე შემდეგ. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მას ძალიან აღიზიანებს - ეს არის საქართველო, როგორც დემოკრატიული განვითარების ჰაბი არა მარტო რეგიონში, არამედ პოსტ საბჭოთა სივრცეშიც კი. თქვენ თუ დააკვირდებით, მე რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ დანარჩენში, იმ ინდექსების მიხედვით, რომლებიც ქვეყნდება საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლო მონაცემებში, მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ამ რეგიონში და პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიული განვითარების პროცესით, აგრეთვე, თავისუფლების ინდექსით, უსაფრთხო ქვეყნის იმიჯით და ა.შ. მიუხედავად იმისა, რასაც ჩვენ გვიშვება ის მეზობელი, რომელიც ცდილობს, რომ როგორმე ეს ქვეყანა, რომელიც აგრეთვე პასუხისმგებელია არა მარტო საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, არამედ რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, რადგან ჩვენ ვართ ჩამკეტი ქვეყანა შავი ზღვის ქვეყანა, რომელსაც ყველა იმედით შეჰყურებს შუა აზიის და აზერბაიჯანის მხრიდანაც, რადგან ჩვენთან პრობლემების შექმნის თვალსაზრისით, ამ ქვეყნებსაც სერიოზული პრობლემები შეექმნებათ ევროკავშირთან მათი რესურსებისა თუ მათი პროდუქციის გატანის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს უდგას, და ის განვითარებული სიტუაციები, რომელიც სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდშიც განვითარდა, მხედველობაში მაქვს ჩატაევის ტერორისტული აქტები, საქართველოში მისი შემოსვლა, მისი ჯგუფის, ვფიქრობ, აფგან მუხთარლის საქმეც, ციანიდის საქმეც, საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციები, ადამიანების მუდმივი გატაცებები, მუდმივი შეტევები ძალისმიერ სტუქტურებზე ძალისმიერი თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან პოლიციაზე უსაფრთხოების სისტემების დასუსტების მიზნით ქვეყანაში, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობები, მუდმივი შავი პიარი და სიტუაციის გამძაფრება საზოგადოების დეზორიენტაციისათვის. ყველაფერი მე მგონია იმ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია ოკუპანტის მხრიდან, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოში. თუმცა ამის მიუხედავად, საქართველომ მაინც მოახერხა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ჩვენ ვართ უვიზო რეჟიმში უკვე, გავწევრიანდით ევროკავსირის ენერგეტიკულ გაერთიანებაში რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისათვის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ნატოსთან ასეთი დაახლოება არასოდეს მომხდარა და ნატომ გახსნა საწვრთნელი ცენტრი, ახლა საუბარია ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს ჩართულობაში და ა.შ.

"ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გავაფორმეთ და პარალელურად ცინეთთან, ეს არის დაახლოებით 2-მილიარდიანი ბაზარი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის. ხორციელდება აბრეშუმის გზის პროექტი საქართველოსთან, ამასთან მიბმული იქნება შეერთებული შტატების დახმარებით ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან, რომელიც ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი პორტი იქნება აშენების შემთხვევაში შავი ზღვის აკვატორიაში. ამას დავამატებ ასევე გასზადენი შახდენიზი 2-ის პროექტის დასრულებას ამ წლის ბოლოს ან იმ წლის დასაწყისში, რომელსიც უშუალოდ ევროკავშირისთვის უნდა გაიაროს აზერბაიჯანულმა გაზმა. გარდა ამისა არის იმის პერსპექტივა, რომ საქართველოში 150 მილიარდამდე კუბ.მეტრმა გაიაროს. ეს პროექტი არსებობს სხვადასხვა მიმართულებებიდან, რადგან ევროპაში გაზის მოხმარება 2030 წლისათვის იქნება 600 მილიარდი კუბ.მეტრი და თუ კასპიის ზღვის პრობლემის გადაწყვეტა მოხერხდა, მასინ დაგეგმილია საქართველოს გავლით 150 მილიარდი კუბ.მეტრის გავლა, რაც საქართველოში ფაქტობრივად დატოვებს მინიმუმ 7 მილიარდ კუბ. მეტრს, და მოგეხსენებათ ეს რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური განვითარებისა და მომავალი თაობის პერსპექტივის შექმნისათვის. ასე რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ოპტიმისმი იყოს საზოგადოებაში, რომ მომავალი ეკონომიკური განვითარება და სოციალური მდგომარეობა უფრო მაღალ დონეზე ავიდეს, ვიდრე დღევანდელი დღის პრობლემებია და ეს პროექტები თუ განხორციელდება ყველაფერი კარგად იქნება.

მე ვფიქრობ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ უამრავი მაგალითები არსებობს როგორ პრობლემებს ქმნიან ისეტი რეჟიმები, როგორიც რუსეთშია, არის სხვადასხვა ქვეყნებში და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიიყოთ, რომ ეს უმსხვილესი გეოპოლიტიკური, რომლებიც საქართველომ დაიწყო განვითარება, ამ ფარგლებში ჩვენ რაიმე საფრთხეები არ შეგვექმნას. ამიტომ აუცილებბელია ძალინ სერიოზული უსაფრთხოების სისტემების ჩამოყალიბება, გაძლიერება და არა ამ სისტემების დასუსტება. იმიტომ, რომ უამრავი მაგალითი არსებობს სწორედ გეოპოლიტიკური ფუნქციის მატარებელი ქვეყნებისათვის რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის ქვეყნები , რომელთაც თავისი ინტერესები გააჩნიათ რესურსების საგარეო ბაზრებზე გატანასთან დაკავსირებით და ამის კლასიკური მაგალითია უკრაინა. იქ ყირიმის ოკუპაცია რომ მოხდა, ბევრს ჰგონია, რომ ეს რაღაც ეროვნული ინტერესია რუსეთისათვის, სინამდვილეში ეს იყო დაკავშირებული არა მარტო იმ სამხედრო ბაზასთან, რომელიც შავ ზღვაში აქვს იქ რუსეთს, არამედ იმ თეთრი ნაკადის პროექტთან, რომელიც საქართველოს გავლით შავ ზღვის გავლით უნდა გასულიყო უკრაინასი და იქიდან ბულგარეთში. გაზპრომს 100%-იანი წილი აქვს და ამითი აღმოსავლეტ ევროპაში რუსეთი კარგავდა გავლენას. ბუნებრივია, რომ ყირიმის ანექსიამ ეს პროექტი ჯერ-ჯერობით გადადო და იმედია საერთასორისო ზეწოლით, როდესაც შესაძლებელი გახდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს პროექტი აღდგება და საქართველო დამატებით ფუნქციას შეიძენს ევროპასთან მიმართებაში. ასეთივე პრობლემებია სირიასთან დაკავშირებით - იქ ორი პროექტი დაეჯახა ერთმანეთს - ერთი არის ირანულ-რუსული პროექტი, რომელიც სირიის გავლით უნდა შესულიყო ხმელთაშუა ზღვაში და მეორე პროექტი იყო კატარისა და საუდის არაბეთის უზარმაზარი პროექტი, რომელიც თურქეთის გავლით უნდა შესულიყო ევროკავშირში. +სწორედ ამ ორი პროექტის დაჯახების გამო, როდესაც სადაფმა თანხმობა მისცა ირანულ-რუსული პროექტის განხორციელებაზე მან მიირო ის რაც მიირო ამასთან დაკავშირებით. ამ მაგალითების და საქართველოში დატრიალებულის გამო ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოში შევინარჩუნოთ მაქსიმალური სტაბილურობა, გავზარდოთ უსაფრთხოების სიტემები, გავაძლიეროთ, და აქედან გამომდინარე იქნებ ბოლომდე მივიყვანოთ იმ გეოპოლიტიკური ფუნქციის გაძლიერება, რომელშიც ასე მყარად გვიჭერს მხარს აშშ და ევროკავშირი.

ბატონო პრეზიდენტო, მაშინაც როდესაც თქვენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნასთან, მის სტატუსთან და შექმნასთან დაკაშირებით ვეტო დაადეთ კანონს, იქიდან გამომდინარე, რასაც მე ვამბობ, ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების შერყევის ერთ-ერთი მცდელობა. მოგეხსენებათ რამხელა მნიშვნელბა აქვს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, ის აკვირდება სხვადასხვა მიმართულებით, რომ ტერორისტული აქტები, დესტაბილიზაცია და ა.შ. არ მოხდეს საქართველოში. ამიტომ იყო, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ თქვენი ვეტო დაძლია და ამით შეუნარჩუნა ქვეყანას ის უსაფრთხოების სისტემა, რომელთაც კიდევ სჭირდება გაძლიერება.

ასეთივე საკითხი გახლდათ თქვენი მეორე ვეტო სწორედ იმ სისტემასთან დაკავშირებული, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს დაადეთ ვეტო და სწორედ იმ მიმართულებით, რომელიც პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე იყო მიმართული. თქვენ თქვენს გამოსვლასი თქვით, რომ 2016 წელი იყო პოლიტიკური პარტიების შეზღუდვის, დაჩაგვრის წელი, არჩევნები გაქვთ ალბათ მხედველობაში. თქვენი ვეტო რას გულისხმობდა? ჩვენ ხომ იმ კონსტიტუციაში ჩავდეთ პოლიტიკური სპექტრის მრავლაფეროვნების შესაძლებლობა. ჩვენ მივეცით მაჟორიტარული არჩევნების საშუალება 2020 წელს, მივეცით შესაძლებლობა რომ 2020 წელს პარტიებმა შექმნან ბლოკები, დავწიეთ საარჩევნო ბარიერი 3%-მდე იმისათვის, რომ უფრო ჩამოყალიბებული პოლიტიკური სპექტრი მივიღოთ 2024 წელს როცა სუფთა პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, მასინ შესაძლებელი იყოს იმ კონსტიტუციური ნორმების ევროპული მოდელის ამუშავება, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და საერთშორისო ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს. იმ შემთხვევასი, ტუ ჩვენ გავიზიარებდით თწქვენს ვეტოს და 2020 წელს დავტოვებდით სუფთა პროპორციულ სისტემას ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე, ეს თავისთავად გულისხმობდა პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, რადგან მხოლოდ ერთი ორი პარტია შეძლებდა პარლამენტის დაკომპლექტებას. ვინ იყო ის მეორე პარტია, ბატონო პრეზიდენტო, რომელიც ამ სქემით იყო დაინტერესებული? ერთად ერთი პარტია ეს არის ნაციონალური მოძრაობა. რომელიც ცდილობდა და ცდილობს იყოს ერთად ერთი ალტერნატივა. ის სქემა, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, მხოლოდ ამას გულისხმობდა. ამ სქემით, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი მოკვდებოდა საქართველოში და ნაციონალური მოძრაობა დარჩებოდა როგორც ალტერნატივა პოლიტიკურ სისტემაში. და ეს რას გამოიწვევდა პერსპექტივაში ყველასთვის გასაგებია, სამწუხაროა ეს ამბავი, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველოში, პარლამენტში არსებულმა უმრავლესობამ ეს პრობლემები დაძლია, შეინარჩუნა საქართველოს უსაფრთხოების სისტემა და თქვენ მადლობა გაქვთ მოსახდელი უმრავლესობისთვის, რომ ასეთი რამ არ გაგაკეთებინათ. იცით რატომ, ბატონო პრეზიდენტო? თქვენ იცით წარსული პრეზიდენტების ბედი საქართველოში და როდესაც აქ დესტაბილიზაცია დატრიალდებოდა თქვენი ვეტოების გამო, მერე ალბათ საზოგადოება თქვენ მოგკითხავდათ ამას პირველ რიგში, ახლა კიდე თქვენ კმაყოფილი დაამთავრებთ თქვენი საპრეზიდენტო ვადა, წახვიდეთ პენსიაზე, დაუბრუნდეთ, თქვენ წინა მოღვაწეობას", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ტეგები