„ჩვენ უნდა დავიცვათ მოქალაქეები თამბაქოს კვამლისგან“ - გიორგი კვირიკაშვილი
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2018 11:53
„ჩვენ უნდა დავიცვათ მოქალაქეები თამბაქოს კვამლისგან“ - გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერმინისტრ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თამბქოს კონტროლის კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში თამბაქოს მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია. 

„პირველი მაისიდან დაიწყო თამბაქოს კოტროლის შესახებ ახალი კანონის მოქმედება, რომლის თანახმადაც საქართველო რეგიონში ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობა არის 22%, ხოლო მსოფლიოში- 10%. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. მოვუწოდებ მოსახლეობას და ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები და დადგენილია ემპირიულად მსოფლიოში, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოქმედებას. განსაკუთრებით ბიზნეს-სუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ, მოვუწოდებ გაგებით მოეკიდონ ამას. რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შს სამინისტროს, რომ ეფექტურად განახორციელოს ამ კანონზე კონტროლი, მაგრამ როგორც შს სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი, მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მოქალაქეების მხრიდან გაგება იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მაისიდან მწეველთა უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.

ტეგები