ეს ქალაქი კლავს - ნანკა კალატოზიშვილი თბილისში პირბადით დადის (ვიდეო)
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2018 14:35 · 294 ნახვა

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ საუბრობს. ახლახან მან ვიდეო გააზიარა, სადაც ჩანს, რომ ის თბილისში პირბადით დადის და ამის მიზეზსაც განმარტავს. ინფორმაციას fortuna.ge წერს.

„ძალიან მინდოდა, რომ ფეხით მევლო ამ ქალაქში. 15 წუთი ვიარე და ძალიან სამწუხაროა, რომ პირბადის ყიდვა დამჭირდა, რადგან გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა. კატასტროფაა!. არ ვიცი, სლოგანებით როგორია ეს ქალაქი, მაგრამ რომ კლავს, ფაქტია. ასეთ ქალაქში დავდივართ ბავშვებით, პირბადით დავდივარ!“ - აცხადებს კალატოზიშვილი.

ტეგები