"როგორ მინდოდა შენთან დალაპარაკება მამი, მაგრამ ვეღარ მოგისწარი. ძალიან ძნელია უშენობა" - ზაზა სარალიძე
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2018 16:26
"როგორ მინდოდა შენთან დალაპარაკება მამი, მაგრამ ვეღარ მოგისწარი. ძალიან ძნელია უშენობა" - ზაზა სარალიძე

2017 წელს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"ისინი არ მომკვდარან,ისინი მოკლეს.
მოკლეს და მიატოვეს.
თავიანთ სისხლში ცურავდნენ და მიატოვეს.
სულს ებრძოდნენ და მიატოვეს.
როგორ მინდოდა შენთან დალაპარაკება მამი მაგრამ ვეღარ მოგისწარი,ვეღარ გამეცი პასუხი.
ვეღარ ჩაგხედე თვალებში,ვეღარ ამოვიკითხე შენს თვალებში რა გიჭირდა.
შენს სულს ვენაცვალე მამი, ძალიან ძნელია უშენობა მამი", - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ზაზა სარალიძე.
 

ტეგები