ევროპის დღესთან დაკავშირებით, 5 მაისს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2018 17:25
ევროპის დღესთან დაკავშირებით, 5 მაისს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

ევროპის დღესთან დაკავშირებით, რიყის პარკში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებიდან გამომდინარე, 5 მაისის 10 საათიდან დღის ბოლომდე ორთაჭალიდან ბარათაშვილის
ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი მეტეხის ხიდზე გადასვლის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე და
ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით მოხვდებიან ჯერ ბარათაშვილის ხიდზე, ხოლო შემდეგ - ბარათაშვილის ქუჩაზე.

ტეგები