ახალი სამშვიდობო ინიციატივა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ნინო გოგუძე
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2018 17:54
ახალი სამშვიდობო ინიციატივა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ნინო გოგუძე

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუძის განცხადებით, ახალი სამშვიდობო ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კონფლიქტით დაშორებული და გახლეჩილი მოსახლეობის გამთლიანებისთვის და ნდობის აღდგენისთვის გადაგვიდგამს.

"ბევრ მნიშვნელოვან სიახლესთან ერთად, ეს ინიციატივა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს გაუჩენს რეალური სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობებს. შესაძლებლობა აწარმოონ ადგილობრივი პროდუქტი და გაყიდონ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე ევროკავშირის ბაზარზე. ასევე, ინიციატივა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ეს შესაძლებლობა მოიცავს განათლების მიღებას, როგორც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სასწავლებლებში, ასევე ევროპის უნივერსიტეტებში. ახლა, ბუნებრივია ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ჩვენგანი ჩავერთოთ და ხმა მივაწვდინოთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, და რომელთათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ახალი შესაძლებლობების გამოყენება", - განაცხადა გოგუაძემ.

ტეგები