ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2018 18:59
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს

თანამდებობებს არავინ არის გამოკიდებული, ყველაფერს აქვს თავის დრო, მოსვლასაც და წასვლასაც, – ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ძიუდოისტების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ძიუდოისტების ბრალდებები უსაფუძვლოა.

„ყველა საკითხში, რაზეც ისინი საუბრობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს, ჩემი მხრიდან მათთან მიმართებით მხოლოდ გვერდში დგომა და ყველანაირი პატივისცემა იყო გამოხატული, დანარჩენი კიდევ ვამბობ, ვფიქრობ, რომ კარგია, გაირკვეს მტყუან-მართალი. კონკრეტულად მაგალითად ერთი ფაქტი მითხრან მე რაში შევუშალე მათ ხელი, რომ წარმატებას მიეღწიათ.

დღეს ძიუდოსტებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ სპორტსმენები პოლიტიკურ პროცესებში არ ერევიან და მათ სჭირდებათ უკეთესი პირობები ვარჯიშისთვის და უკეთესი მწვრთნელები. ქართველმა ძიუდოისტებმა ფედერაციაში რეალური ცვლილებები მოითხოვეს. მათი მოთხოვნაა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძიუდოს შეჯიბრებებს ბოიკოტს უცხადებენ.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

ტეგები