თავისუფლების მოედანზე მანქანა დაიწვა (ფოტო)
ამობეჭდვა · 04 / 05 / 2018 22:12
თავისუფლების მოედანზე მანქანა დაიწვა (ფოტო)

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

ტეგები