ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცხოველების ბაზრობაზე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობები შეამოწმა
ამობეჭდვა · 05 / 05 / 2018 14:52
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცხოველების ბაზრობაზე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობები შეამოწმა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დიღმის მასივში არსებულ ე.წ. ცხოველების ბაზრობაზე გასაყიდად გამოყვანილი ცხოველების კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციისა და მოვლა-პატრონობის პირობები შეამოწმა. 

ცხოველებით მოვაჭრეები სააგენტომ მოქალაქეთა შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N7-28 დადგენილებით განსაზღვრული, ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის რამდენიმე ფაქტი. კერძოდ, მეპატრონეებმა კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დაარეგისტრირეს ცხოველები, არ უზრუნველყვეს მისი სათანადო კვება-დაწყურვება და შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნა. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 8 ლარის ოდენობით. 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არსებული ვითარება კანონის ფარგლებში მოექცეს და ცხოველების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. 

„სააგენტოს მიზანი არ გახლავთ ადამიანების დაჯარიმება, არამედ ამ სფეროში არსებული პრობლემების ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ გამოსწორება“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ. 

ტეგები