ინდოეთში 16 წლის გოგო გააუპატიურეს და დაწვეს
ამობეჭდვა · 05 / 05 / 2018 17:07 · 168 ნახვა
ინდოეთში 16 წლის გოგო გააუპატიურეს და დაწვეს

ინდოეთში 16 წლის გოგო ცოცხლად დაწვეს მას შემდეგ რაც, მისმა მშობლებმა სოფლის უხუცესებს განუცხადეს, რომ ის გააუპატიურეს. 

ჯარჰანდის შტატის სოფელში 14 ადამიანი დააკავეს, რომელსაც არასრულწლოვანზე თავდასხმა ედება ბრალად. 

პოლიციაში განაცხადეს, რომ უხუცესებმა მოძალადეებს სასჯელის გამოსასყიდლად 100 ბუქნის გაკეთება 50 ათასი რუპის (750 დოლარი) გადახდა დააკისრა. განრისხებული მოძალადეები ამის შემდეგ გოგოს სახლში მივიდნენ, მისი მშობლები სცემეს და არასრულწლოვანი დაწვეს. 

21 აპრილს, ინდოეთის ხელისუფლებამ 12 წლამდე გოგოების გაუპატიურების გამო სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯა შემოიღო. გამკაცრდა სასჯელი 16 წლამდე გოგოების გაუპატიურებაზეც. სასჯელის მინიმალური ვადა 10-დან 20 წლამდე გაიზარდა. ზრდასრული ქალის გაუპატიურების გამო კი მოძალადეს სულ მცირე 10 წლით გაუშვებენ ციხეში.

 

წყარო

ტეგები