სამეფო ოჯახმა ახალშობილი პრინცის ფოტოები გაავრცელა
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2018 10:14
სამეფო ოჯახმა ახალშობილი პრინცის ფოტოები გაავრცელა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ახალდაბადებული პრინც ლუის ფოტოები გაავრცელა. ფოტოებში პატარა პრინცი თავის და-ძმასთან ერთადაა გადაღებული. ამის შესახებ BBC წერს.

განსაკუთრებული მოწონება იმ ფოტომ დაიმსახურა, რომელშიც პატარა პრინცესა შარლოტა უმცროს ძმას კოცნის.

პრინცი ლუი 23 აპრილს დაიბადა. ის სამეფო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრია.

ტეგები