ლიბიაში დატყვევებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2018 12:39
ლიბიაში დატყვევებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

ლიბიაში დატყვევებული მეზღვაური სოსლან კაკაბაძე ბათუმშია. თითქმის 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ მეზღვაურს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები დახვდნენ. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია წერს.

29 აპრილს ქართველმა მეზღვაურმა ლიბიის ციხე უკვე დატოვა.

ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ სოსლან კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც ის იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს.

ამ დრომდე პატიმრობაში რჩება კიდევ ორი ქართველი მეზღვაური. მათი საქმის არსებითი განხილვა 20 მაისსაა ჩანიშნული.

ტეგები