პაკისტანში შინაგან საქმეთა მინისტრი დაჭრეს
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2018 19:10
პაკისტანში შინაგან საქმეთა მინისტრი დაჭრეს

პაკისტანში შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმა მოხდა. შედეგად აჰსან იქბალი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ცნობით, მინისტრის ავტომობილს ცეცხლი 20-22 წლის პირმა ქალაქ ნაროვალში მიტინგის დროს გაუხსნა.

შედეგად იქბალი მხარში დაიჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია. 

ტეგები