დავით სერგეენკო ხონის საპატიო მოქალაქე გახდა
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2018 19:48
დავით სერგეენკო ხონის საპატიო მოქალაქე გახდა

დავით სერგეენკო ხონის საპატიო მოქალაქე გახდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ხონელობა-გიორგობის სახალხო დღესასწაულზე დააჯილდოვა. მან მინისტრს საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კანდიდატები „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ გამოავლინა. დავით სერგეენკოსთან ერთად ტიტული განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, გენერალ - ლეიტენანტს, საქართველოს პოლიტიკური უნივერსიტეტის კანცლერს, მეცნიერ ჯემალ გახოკიძეს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტს, ელგუჯა მელაძესა და პედაგოგ ლიანა ბალავაძეს ხვდა წილად.

გიორგობისა და ხონელობის დღესასწაული, ტრადიციულად, 6 მაისს აღინიშნება.

ტეგები