ვულკანის ამოფრქვევა ჰავაიზე - განადგურებულია ათობით სახლი (ვიდეო)
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2018 11:14

ჰავაიზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის შედეგად 30-ზე მეტი სახლი განადგურდა. სტიქიის გამო 1700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სპეციალისტების ინფორმაციით, ვულკანიდან ლავის ამოტყორცნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მისი სიმაღლე 70 მეტრამდე აღწევს.

ვულკანი ჰავაიზე 4 მაისს ამოიფრქვა, რასაც თან მიწისქვეშა ბიძგებიც ახლდა.

ტეგები